ჯეიმს ჰარდენმა 30-ქულიანი მატჩების სერია ატლანტასთან შეწყვიტა
ჯეიმს ჰარდენმა 30-ქულიანი მატჩების სერია ატლანტასთან შეწყვიტა

ეროვნული საკალათბურთო ასიციაციის (NBA) რეგულარული სეზონის ზედიზედ 32 მატჩში ჯეიმს ჰარდენი მინიმუმ 30 ქულას აგროვებდა.

წარმოუდგენელი სერია ჰიუსტონის ლიდერმა დღეს დაასრულა. როკეთსმა საკუთარ ტოიოტა ცენტრში ატლანტა ჰოუქსს უმასპინძლა და მეტოქეს 119-111 მოუგო. ჰარდენმა მოედანზე გატარებულ არასრულ 36 წუთში 28 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. ყველაზე სასარგებლო მოთამაშის (MVP) მთავარმა კანდიდატმა 21-დან მხოლოდ 7 ბურთი ჩააგდო, 10 სამიანიდან კი ვერც ერთი ვერ გამოიყენა.

ბოლო ორი თვის მანძილზე ჯეიმს ჰარდენისთვის ეს ყველაზე დაბალშედეგიანი შეხვედრა იყო. როკეთსი 35 მოგებითა და 25 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში ჯერჯერობით მეხუთე ადგილზე იმყოფება და ლიდერ გოლდენ სტეიტს 8 მოგებით ჩამორჩება.