ჯეიმს ჰარდენის ანტირეკორდი
ჯეიმს ჰარდენის ანტირეკორდი

ჰიუსტონ როკეთსის“ ლიდერი წელს არნახულ სეზონს ატარებს. ჯეიმს ჰარდენი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2018-19 წლების სეზონის „ემ ვი პის“ (MVP) ტიტულის მოპოვების მთავარი კანდიდატია.

ტეხასური გუნდის წამყვანმა ფიგურამ 30 ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა ისე, რომ 30 ქულაზე ნაკლებ არ ჩაუგდია. მიმდინარე სეზონზე ამ მართლაც რომ შთამბეჭდავ სტატისტიკასთან ერთად, ჰარდენი ერთი ანტირეკორდის ავტორიც გახდა.

როგორც ირკვევა, ჯეიმსმა ამ სეზონზე 600 სამქულიანი ააცილა, რაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია. ძნელად სავარაუდოა, რომ ამ ფაქტმა ჰარდენს შეუშალოს ხელი, რომ „ემ ვი პის“ (MVP) ტიტული მოიპოვოს.

ორგანიზაცია საუკეთესო კალათბურთელებს რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ დაასახელებს.