ჯეიმს ჰარდენს მუხლის ტრავმა გაურთულდა - მოედანზე დაბრუნების დრო უცნობია #1TVSPORT
ჯეიმს ჰარდენს მუხლის ტრავმა გაურთულდა - მოედანზე დაბრუნების დრო უცნობია #1TVSPORT

რეგულარული ეტაპის ბოლოს „ბრუკლინ ნეთსი“ სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. მუხლის მყესის ტრავმა გაუმიზეზდა ერთ-ერთ ლიდერ ჯეიმს ჰარდენს და მისი მოედანზე დაბრუნების ვადა ჯერ უცნობია.

მან ტრავმა 5 აპრილს „ნიუ იორკთან“ მატჩისას მიიღო, რის შემდეგაც რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. იწერებოდა, რომ 10 დღეში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა სიტუაცია ერთ-ერთი ვარჯიშისას გართულდა და როგორც მთავარმა მწვრთნელმა სტივ ნეშმა აღნიშნა, ნაკლებია ალბათობა, ჰარდენი რეგულარულ ეტაპზე ვიხილოთ. მწვრთნელმა იმედი გამოთქვა, რომ ჯეიმსი გუნდს პლეი ოფის  დასაწყისისთვის (მაისის მეორე ნახევარში) დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ჰარდენს „ბრუკლინის“ მაისურით საშუალოდ 25,4 ქულა, 11 პასი და 8.7 მოხსნა აქვს.