ჯეიმს ჰარდენი მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს
ჯეიმს ჰარდენი მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს

„ჰიუსტონ როკეტსის“ მცველი ჯეიმს ჰარდენი გამოტოვებს მსოფლიო ჩემპიონატს ჩინეთში. ამის შესახებ დაწერა „იესპიენმა“ (ESPN).

რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის ნაკრების მთავარ მწვრთნელ გრეგ პოპოვიჩთან და აღიარა, რომ სურს უკეთ მოემზადოს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონისთვის, რომელშიც მას ახალი პარტნიორი ეყოლება რასელ უესტბრუკის სახით. „როკეტსმა“ ეს უკანასკნელი გაცვლის შედეგად გადაიბირა „ოკლაჰომადან“.

უფრო ადრე, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში იუარა „ლეიკერსის“ ფორვარდმა ენტონი დევისმა.

მსოფლიო ჩემპიონატი ჩინეთში 1-15 სექტემბერს გაიმართება.