ჯეიმს ჰარდენი მსაჯის კრიტიკისთვის 25 000 $-ით დააჯარიმეს
ჯეიმს ჰარდენი მსაჯის კრიტიკისთვის 25 000 $-ით დააჯარიმეს

ჰიუსტონ როკეთსმა“ რამდენიმე დღის წინ ლოს ანჯელესის „სტეიპლს ცენტრში“ „ლეიკერსთან“ წააგო. ტეხასური გუნდის ლიდერი ჯეიმს ჰარდენი მსაჯების მუშაობით უკმაყოფილო იყო.

როკეთსის“ კალათბურთელმა მატჩის შემდგომ მსაჯი, სკოტ ფოსტერი გააკრიტიკა. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) სადისციპლინო კომიტეტმა ჰარდენი დასაჯა და 25 000 ამერიკული დოლარი ჯარიმა დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ „სტეიპლს ცენტრში“ ჩატარებული მატჩი „ლეიკერსის“ გამარჯვებით, ანგარიშით 111:106 დასრულდა. რაც შეეხება ჯეიმს ჰარდენს, მან შეხვედრა 30 ქულით დაასრულა.