„კლივლენდის“ გამთამაშებელი ჯეიმს ჰარდენი ჰიუსტონში დააპატიმრეს. 36 წლის კალათბურთელი ადგილობრივმა პოლიციამ დილის 3 საათსა და 41 წუთზე დააკავა და ბრალი წაუყენა ციცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებაში, – ამის შესახებ წერს გაზეთი New York Post.
ჰიუსტონის პოლიციის დოკუმენტში ასევე წერია, რომ კალათბურთელს „პისტოლეტი გამოსაჩენ ადგილას ჰქონდა“. წყაროს ცნობით, დაპატიმრებამდე ჰარდენი ადგილობრივ ბარში იმყოფებოდა მეგობრების დიდ ჯგუფთან ერთად.
ჰარდენი კვირას დილით თავდებით გაანთავისუფლეს. ის სასამართლოში 22 ივნისს უნდა გამოცხადდეს.