ჯეიმს ჰარდენი ჰიუსტონში შტორმით დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარება

15:09, 22.02.2021

ტეხასში რამდენიმე დღის წინ ძლიერი ზამთრის შტორმი იყო. დაზარალდა ათასობით ადამიანი. ამ დრომდე შტატის გარკვეულ უბნებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც ცნობილია, NBA-ის ვარსკვლავ ჯეიმს ჰარდენს ტეხასში საკუთარი რესტორანი აქვს. მან გადაწყვიტა, რომ შტორმისგან დაზარალებული მოსახლეობა საკვებით უზრუნველყოს.

ჯეიმს ჰარდენი „ჰიუსტონში“ წლების მანძილზე წამყვანი მოთამაშე იყო. მან 2-ჯერ მოახერხა MVP-ის ტიტულის მოგება და 8-ჯერ მიიღო მონაწილეობა ყველა ვარსკვლავის მატჩში.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Thirteen (@thirteenhouston)

მსგავსი