ჯეიმს ჰარდენი „ჰიუსტონ დინამოს“ თანამფლობელი გახდა
ჯეიმს ჰარდენი „ჰიუსტონ დინამოს“ თანამფლობელი გახდა

ჰიუსტონ როკეტსის“ მცველი ჯეიმს ჰარდენი „მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) კლუბის „ჰიუსტონ დინამოს“ თანამფლობელი გახდა. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერზე“ თავად კალათბურთელმა დაწერა.

როკეტსის“ ლიდერმა გამოაცხადა, რომ კლუბის მფლობელთა ჯგუფში შევა. ასევე 29 წლის ამერიკელი დაპირდა ჰიუსტონელებს, რომ ქალაქს კალათბურთში ტიტულს მოუტანს.

მეიჯორ ლიგ სოკერის“ რეგულარული ჩემპიონატის 20 სათამაშო კვირის შემდეგ, „ჰიუსტონ დინამო“ მერვე ადგილზეა დასავლეთ კონფერენციაში – მის ანგარიშზე რვა მოგება, სამი ფრე და ცხრა წაგებაა.