ჯეიმს ჰარდენი ახალ სეზონს იმედით ხვდება
ჯეიმს ჰარდენი ახალ სეზონს იმედით ხვდება

„ჰიუსტონმა“ მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე გუნდში სერიოზული ცვლილებები მოახდინა. „როკეთსის“ რიგები დატოვა კრის პოლმა, რომლის მაგივრად გუნდში რასელ ვესტბრუკი მივიდა.

მოგეხსენებათ, ვესტბრუკი ჯეიმს ჰარდენთან ერთად რამდენიმე წელი „ოკლაჰომა სიტიში“ ასპარეზობდა. „ჯი ქიუსთან“ (GQ) მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, ჰარდენმა მოახლოებულ სეზონზე და ვესტბრუკთან თანაგუნდელობაზე ისაუბრა.

ჯეიმსი 2019-2020 წლების რეგულარულ სეზონს იმედიანად ხვდება.

„მე და რასი „ოკლაჰომაში“ მხოლოდ თანაგუნდელები არ ვყოფილვართ. ჩვენ ერთმანეთს 10 წლიდან ვიცნობთ. ჩვენ განსხვავებული და განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. შესაძლოა ახალ სეზონზე ბევრ სირთულეს გადავაწყდეთ, თუმცა საბოლოოდ ვფიქრობ რომ რასის გუნდში მოსვლა ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება“.

დატოვე კომენტარი