ჯეიმს აპატურაი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, მიიღონ აუცილებელი ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციისთვის
ჯეიმს აპატურაი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, მიიღონ აუცილებელი ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციისთვის

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„შეშფოთებული ვადევნებთ თვალს მოვლენების განვითარებას სომხეთისა და აზერბაიჯანის ორმხრივ საზღვარზე, რომელშიც ჩართულია მძიმე შეიარაღება, რასაც შედეგად მსხვერპლი მოჰყვა.

ჩვენ ვიმეორებთ მინსკის ჯგუფის თავმჯდომარეების მოწოდებას ყველა მხარის მიმართ, მიიღონ აუცილებელი ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციისთვის“, – წერს „ფეისბუქში“ ჯეიმს აპატურაი.