ჯეიმი ვარდის საფეხბურთო აკადემია დროებით დაიხურა
ჯეიმი ვარდის საფეხბურთო აკადემია დროებით დაიხურა

„ლესტერის” ფორვარდის ჯეიმი ვარდის აკადემიამ ინვესტორთა არარსებობის გამო, დროებით შეწყვიტა მუშაობა.

ვარდიმ საფეხბურთო აკადემია V9  მეუღლე რებეკასთან და აგენტ ჯონ მორისთან ერთად 2016 წელს დააარსა. ეს იყო ერთგვარი პლატფორმა სამოყვარულო ფეხბურთიდან პროფესიულ ფეხბურთში გადასასვლელად.

მას შემდეგ, V9-ის რანგში, ვარდი ასპონსორებდა ორ საწვრთნელ შეკრებას, რომლის შედეგად 20-მა ფეხბურთელმა მიიპყრო სკაუტების ყურადღება და მათ პროფესიული კონტრაქტები მიიღეს.

წელს პროექტმა დაფინანსება ვერ მიიღო და დროებით შეჩერდა. ვარდიმ მოუწოდა ინვესტორებს, მხარი დაუჭირონ აკადემიას, რათა ფეხბურთელებმა სამოყვარულო ლიგიდან თავის გამოჩენის მეტი საშუალება მიიღონ.

ვარაუდობენ, რომ თუ V9 ინვესტორების მოზიდვას შეძლებს, ხუთდღიანი შეკრება მოთამაშეებისთვისა და სკატუებისთვის წელს მაინც ჩატარდება.

ამ სეზონში 33 წლის ვარდიმ პრემიერლიგის 23 მატჩში 17 გოლი გაიტანა.