ჯეიმი ვარდის დამატებით „ვესტ ჰემ იუნაიტედი“ დაინტერესდა #1TVSPORT
ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე 39 წლის ინგლისელი თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი, დიდი ალბათობით, კარიერას ისევ ინგლისურ კლუბში გააგრძელებს, – ინფორმაციას „სქაი სპორტსი“ ავრცელებს.
გამოცდილი ფორვარდის დამატებით რანგით მეორე ლიგაში, ჩემპიონშიპში გავარდნილი ლონდონის „ვესტ ჰემია“ დაინტერესებული. იმ შემთხვევაში, თუ დედაქალაქელები სატრანსფერო პერიოდის ამოწურვამდე უკეთეს ალტერნატივას ვერ მოძებნიან, ისინი კონტრაქტს სწორედ ვარდის გაუფორმებენ.
ცნობისთვის, ინგლისელმა წინა სეზონი იტალიაში, „ კრემონეზეს“ რიგებში გაატარა. ვარდის საუკეთესო წლები „ლესტერს“ უკავშირდება, რომელთან ერთადაც 2016 წელს პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა.