ჯეიმი ვარდიმ ზედიზედ მე-20 სეზონში გაიტანა გოლი [ვიდეო] #1TVSPORT
39 წლის ინგლისელმა თავდამსხმელმა, ჯეიმი ვარდიმ ზედიზედ მე-20 სეზონში მოახერხა მეტოქის კარის აღება.
ვარდიმ ინგლისის ჩემპიონშიპის მე-11 ტურში, „ვულვერჰემპტონთან“ შეხვედრაში გამოიჩინა თავი. „ბარნლის“ თავდამსხმელმა მე-20 წუთზე ანგარიში გახსნა, თუმცა მისმა გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 1:2 დამარცხდა.
ინგლისელ ფეხბურთელს 2007/2008 წლების სეზონიდან მოყოლებული ყველა სეზონში მინიმუმ ერთი გოლი აქვს გატანილი. ამ პერიოდში ის სხვადასხვა დონის ინგლისურ კლუბებში თამაშობდა, გასული სეზონი კი იტალიურ „კრემონეზეში“ გაატარა.
ვარდიმ კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდი „ლესტერში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაშიც 2015/16 წლების სეზონში ინგლისის პრემიერლიგა მოიგო, ხოლო 2019/20 წლების სეზონში ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.