ჯეიმი ვარდი საფეხბურთო კარიერას „კრემონეზეს“ რიგებში გააგრძელებს #1TVSPORT
ინგლისელი თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი კარიერას იტალიურ „კრემონეზეში“ განაგრძობს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც რომანო წერს, ფეხბურთელი იტალიაში ჩავა და კლუბთან კონტრაქტს ხელს მოაწერს. „კრემონეზეს“ ვარდი თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება.
ვარდი „ლესტერის“ ღირსება 13 სეზონის განმავლობაში იცავდა, 500 შეხვედრაში 200 გოლი გაიტანა და გუნდის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. მან კარიერის განმავლობაში „ლესტერთან“ ერთად პრემიერლიგა, ინგლისის სუპერთასი და ასოციაციის თასი მოიგო. გარდა ამისა, ის გახდა პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი.