ჯეიმი ვარდი „ბარნლისთან“ ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT

22:39, 06.09.2026

ჯეიმი ვარდი კარიერას ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის გუნდში, „ბარნლიში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც რომანო წერს, ვეტერანი ინგლისელი თავდამსხმელი კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ვარდი ბოლოს იტალიურ „კრემონეზეში“ ირიცხებოდა, მანამდე კი „ლესტერში“ თამაშობდა და კლუბის ისტორიაში თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა – მან გუნდში გატარებულ 13-წლიან პერიოდში პრემიერლიგა, ინგლისის თასი და სუპერთასი მოიგო, ხოლო 500 შეხვედრაში 200 გოლი გაიტანა.

„ბარნლი“ გასულ სეზონში პრემიერლიგაში თამაშობდა, წელს კი ჩემპიონშიფში ხუთი ტურის შემდეგ 2 ქულით ბოლო, 22-ე ადგილზეა.

მსგავსი