ჯეიმი კარაგერმა ამ სეზონის პრემიერლიგის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

20:48, 27.03.2020

„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა, ამჟამად ბრიტანეთის ტელევიზიის ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა შეადგინა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის სიმბოლური ნაკრები, აგრეთვე, დაასახელა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე, – იტყობინება გაზეთი „ტელეგრაფი“.

სიმბოლურში „ლივერპულის“ ერთბაშად შვიდი ფეხბურთელი მოხვდა. ეს გუნდი ლიდერობს გათამაშების ცხრილს და უახლოეს მდევარს 25 ქულით უსწრებს.

კარაგერის ნაკრების შემადგენლობა:

დინ ჰენდერსონი (შეფილდი) – ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ჯოზეფ გომესი, ვირჯილ ვან დეიკი, ენდრიუ რობერტსონი (ყველა – ლივერპული) – კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), ჯეკ გრილიში (ასტონ ვილა) – მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), სადიო მანე (ლივერპული).

ინგლისის წლევანდელი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად კარაგერმა აირჩია სადიო მანე.

მსგავსი