ჯეიმი კარაგერი - „ტოტენჰემს“ ახალი ფეხბურთელები სჭირდება
ჯეიმი კარაგერი - „ტოტენჰემს“ ახალი ფეხბურთელები სჭირდება

„ლივერპულის“ ლეგენდა ჯეიმი კარაგერმა, ვინც ახლა საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, განაცხადა, რომ „ტოტენჰემს“ ახალი სისხლი სჭირდება.

„რა თქმა უნდა, ყველაფერი კლუბის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ „ტოტენჰემს“ ახალი სისხლი სჭირდება. გუნდისთვის ერთი ეტაპი დამთავრდა და მეორე უნდა დაიწყოს. რა თქმა უნდა, შესანიშნავი იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა, მაგრამ მგონია, რომ ამ გუნდს შარშანდელი მიღწევის გამეორების შანსი პრაქტიკულად არ აქვს. ის კი არა, თუ ასე გაგრძელდა, „ტოტენჰემი“ სეზონში 20 თამაშს წააგებს… მე ძალიან კარგად მესმის ფეხბურთელების. ასევე მესმის სამწვრთნელო შტაბის და საერთოდაც, ფეხბურთში ასე ძალიან ხშირად ხდება. დგება ხოლმე დრო, როცა გუნდის ცხოვრებაში ახალი ფურცელი უნდა გადაიშალოს“, – თქვა კარაგერმა.

„ტოტენჰემი“ პრემიერლიგის ცხრა ტურის შემდეგ, 12 ქულით მეშვიდე ადგილზეა.