ჯეილენ როუზი დარწმუნებულია, რომ კავაი ლეონარდი ტორონტოში კიდევ 2 წლით დარჩება (ვიდეო)
ჯეილენ როუზი დარწმუნებულია, რომ კავაი ლეონარდი ტორონტოში კიდევ 2 წლით დარჩება (ვიდეო)

საკალათბურთო სამყარო კავაი ლეონარდის გადაწყვეტილების მოლოდინშია. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მოქმედმა ჩემპიონმა და ფინალური სერიის „ემ ვი პიმ“ უნდა გააჟღეროს, სად გააგრძელებს კარიერას.

კავაის დასაშვებად რამდენიმე გუნდი იბრძვის. მთავარ კანდიდატებად კი „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“, „კლიპერსი“ და ასევე „ტორონტო“ ითვლებიან. ვეტერანმა კალათბურთელმა ჯეილენ როუზმა ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ 99%-ით დარწმუნებულია, კავაი „ტორონტოში“ დარჩება და „რეპტორსთან“ ახალ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

საინტერესოა, რომ სწორედ როუზმა ივარაუდა, ლეონარდი „სან ანტონიოში“ უკანასკნელ სეზონს გამართავდა და „ტორონტოში“ გადავიდოდა.