ჯეიკ სალივანი - რუსეთმა ბირთვული შეიარაღების გამოყენებაზე არც უნდა იფიქროს
ჯეიკ სალივანი - რუსეთმა ბირთვული შეიარაღების გამოყენებაზე არც უნდა იფიქროს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთმა ბირთვული შეიარაღების გამოყენებაზე არც უნდა იფიქროს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ვაშინგტონისთვის არ ექნება მნიშვნელობა, თუ რა ტიპის ბირთვულ შეიარაღებას გამოიყენებს რუსეთი.

„უკრაინაში ბრძოლის ველზე ბირთვული იარაღის გამოყენება არის უკრაინაში ბრძოლის ველზე ბირთვული იარაღის გამოყენება და ჩვენ არ ვაპირებთ ის დავჭრათ ნაწილებად, როგორც ძეხვი. ფიქრიც კი, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება შეიძლება, სხვადასხვა ტიპებად დავყოთ, საშიშია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აშშ-მა, მისმა მოკავშირეებმა ნატო-ში და სხვა პასუხისმგებლიანმა ქვეყნებმა, მათ შორის ინდოეთმა და ჩინეთმა, უნდა გააგებინონ რუსეთს, რომ ამ კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე არც უნდა იფიქროს“, – განაცხადა სალივანმა.