ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერი „მანჩესტერ იუნაიტედში“ დადასტურებულია #1TVSPORT
ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერი „მანჩესტერ იუნაიტედში“ დადასტურებულია #1TVSPORT

„დორტმუნდის“ ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო ახლოს არის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან.

უკვე ამ კვირას მანჩესტერელებმა უნდა შეათანხმონ ინგლისელის ტრანსფერი, რომლის ღირებულება იქნება 90 მილიონი ევრო, – იტყობინება გაზეთი The Telegraph.

21 წლის ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ კვირაში 250 ათას ფუნტს მიიღებს. სანჩო სამედიცინო შემოწმებას მხოლოდ მას შემდეგ გაივლის, რაც ინგლისის ნაკრები დაასრულებს ევრო 2020-ზე გამოსვლას.

სანჩოს წასვლის შემდეგ, გარკვეულ თანხას მიიღებს „მანჩესტერ სიტი“ საიდანაც გადავიდა ინგლისელი „დორტმუნდში“. ეს თანხა დახლოებით 10.35 მილიონი ფუნტი იქნება.