ჯეიდონ სანჩოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა არ სურს
ჯეიდონ სანჩოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა არ სურს

გაზეთ „სანის“ ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვერ ახერხებს ინგლისის ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავ ჯეიდონ სანჩოს გადაბირებას. არადა, „იუნაიტედი“ მზადაა, 19 წლის ნიჭიერი ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაუხადოს „დორტმუნდს“.

ამ საკითხში მთავარი პრობლემა ფეხბურთელის პოზიციაა. როგორც ირკვევა, „იუნაიტედში“ გადასვლა თავად სანჩოს არ სურს.

2018-19 წლების სეზონში ჯეიდონ სანჩო ბუნდესლიგის ლიდერი გახდა შედეგიანი გადაცემების რაოდენობით – მან 14 საგოლე პასი შესრულა, გარდა ამისა, 12 გოლი გაიტანა.