ჯეიდონ სანჩოს „დორტმუნდში“ დაბრუნება სურს #1TVSPORT
ჯეიდონ სანჩოს „დორტმუნდში“ დაბრუნება სურს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ გარემარბს, ჯეიდონ სანჩოს ინგლისური კლუბის დატოვება სურს.

გაზეთ Suddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელი იჯარით „დორტმუნდში“ დაბრუნებას იმედოვნებს და უნდა, „ეს რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს“.

მიმდინარე სეზონში სანჩომ ყველა ტურნირზე 33 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ინგლისელი ნახევარმცველი „დორტმუნდში“ 2017-21 წლებში თამაშობდა და ამ გუნდში გერმანიის სუპერთასი მოიპოვა.