ჯეიდონ სანჩოს დაბნეულობის გამო, დორტმუნდი ლონდონში დაგვიანებით ჩავიდა

11:31, 13.02.2019

რეისი, რომლითაც დორტმუნდის ბორუსია ლონდონში ჩემპიონთა ლიგის მატჩის ჩასატარებლად მიემგზავრებოდა, კურიოზული მიზეზით შეყოვნდა: გერმანული გუნდის ფეხბურთელ ჯეიდონ სანჩოს პასპორტი შინ დარჩა.

18 წლის თავდამსხმელმა ეს მხოლოდ მაშინ აღმოაჩინა, როდესაც გუნდი უკვე აეროპორტში იყო.

ამ მომენტისთვის, ბორუსია უკვე ლონდონში იმყოფება და ტოტენჰემის წინააღმდეგ მატჩისთვის გეგმის მიხედვით ემზადება.

მსგავსი