ჯეიდონ სანჩომ ტურინის „იუვენტუსთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა #1TVSPORT
Corriere dello Sport-ის ცნობით, ჯეიდონ სანჩო „იუვენტუსთან“ პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ 25 წლის ფეხბურთელი მზად არის ტურინულ გრანდს შეუერთდეს და ამისთვის ხელფასიც შეიმციროს. სანჩოს ანაზღაურება ოთხი მილიონი ევროთი დაიკლებს და წელიწადში ექვს მილიონს შეადგენს. კონტრაქტის ვადა ხუთ წელზეა გათვლილი.
ამჟამად „იუვენტუსისთვის“ პრობლემა ფეხბურთელის ფასი წარმოადგენს. ტურინელები მზად არიან, ინგლისელის სანაცვლოდ 19 მილიონი ევრო გადაიხადონ, ხოლო ინგლისური გრანდი 25 მილიონ ევროს ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი სანჩომ იჯარით ლონდონის „ჩელსიში“ გაატარა, სადაც ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ათი საგოლე გადაცემა შეასრულა.