ინგლისელი ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო უახლოვდება „იუვენტუსში“ გადასვლას.
ამ კვირას „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარემარბი ტურინში ჩავიდა და მოლაპარაკებები გამართა „ბიანკონერის“ ხელმძღვანელობასთან. მხარეებმა შეათანხმეს ოთხწლიანი კონტრაქტი. ტრანსფერის შემთხვევაში სანჩოს ხელფასი წელიწადში ექვსი მილიონი ევრო იქნება, – იტყობინება გამოცემა Sportmediaset-ი.
გარდა ამისა, „იუვენტუსი“ მიუახლოვდა შეთანხმებას „მანჩესტერ იუნაიტედთანაც“. ტურინული კლუბი მზად არის, დააკმაყოფილოს ინგლისელების მოთხოვნა და გადაიხადოს 25 მილიონი ევრო. გარდა ამისა, „იუვენტუსი“ ბონუსს გადაუხდის ფეხბურთელს იმის გამო, რომ ის ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებას დათანხმდა. იტალიაში სანჩოს ორჯერ ნაკლები შემოსავალი ექნება, ვიდრე ინგლისში ჰქონდა.
„იუვენტუსში“ ელოდებიან, რომ საბოლოოდ გარიგება ხუთშაბათს დაიხურება.