ჯეიდონ სანჩო ბუნდესლიგის ისტორიაში შევიდა – 11 გოლი 19 წლის ასაკში

10:49, 14.04.2019

ინგლისის ნაკრებისა და დორტმუნდის ბორუსიას ფორვარდი ჯეიდონ სანჩო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ბუნდესლიგაში 11 გოლი აქვს გატანილი. 19 წლის სანჩომ უკანასკნელ ტურში მაინცს დუბლი შეუსრულა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

შედეგად, დორტმუნდმა ცხრილის სათავეში გადაინაცვლა და თუ მეორე ადგილზე მყოფი ბაიერნი დღეს თავის მატჩს ვერ მოიგებს, ბორუსია ერთპიროვნულ ლიდერად მომდევნო ტურამდე დარჩება.

მიუნხენელები დღეს დიუსელდორფის ფორტუნას სტუმრად ეთამაშებიან და მხოლოდ მოგების შემთხვევაში დაბრუნდებიან პირველ ადგილზე.

მსგავსი