ჯეიდონ სანჩო ახალ „მანჩესტერ იუნაიტედზე“ - იგივე მოთამაშეები გვყავს, მაგრამ ვგრძნობ, რომ ეს სხვა გუნდია #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ჯეიდონ სანჩომ იმ ცვლილებებზე ილაპარაკა, რაც გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელის ერიკ თენ ჰაგის მისვლას მოჰყვა.
– როგორც ჩანს, მწვრთნელმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ მკაცრი სტრუქტურა შეიტანა მინდორზეც და მის ფარგლებს გარეთ. რამდენად გრძნობენ ფეხბურთელები ამის უპირატესობას?
– ცალსახად მან ეს გააკეთა. ჩვენ გვქონდა ბევრი შეხვედრა მწვრთნელთან, რის შემდეგაც მივხვდით, როგორ უნდა გვეთამაშა. ვცდილობთ მისი სურვილების რეალიზებას. ეს ჩანს მატჩებშიც – ჩვენი თამაში უფრო სტრუქტურული გახდა, უფრო მეტი მომენტი ჩნდება გასატანად. ახლა უფრო ხშირად ვფლობთ ბურთს და ეფექტურად ვათამაშებთ მას.
– მნიშვნელოვანი იყო თუ არა ტურნე მწვრთნელისა და მისი შტაბის გასაცნობად, აგრეთვე გუნდში მეტი ერთიანობის მისაღწევად?
– ამ წინასასეზონო შეკრებისას იგივე მოთამაშეები გვყავს, მაგრამ არის შეგრძნება, რომ ეს ახალი გუნდია. ჩვენ მართლაც ვმუშაობთ ამაზე და ვგრძნობ, რომ პროგრესი გვაქვს. მწვრთნელი დიდ ყურადღებას აქცევს შერწყმულობას, იმას, რომ ერთად ვიმხიარულოთ. მისთვის მნიშვნელოვანია გუნდური ვახშმები და მსგავსი რაღაცეები. ასე რომ, დიახ, ეს გვეხმარება.
წინასასეზონო ტურნეს დროს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სამიდან სამი მატჩი მოიგო. სანჩომ ორი გოლი გაიტანა – იმდენი, რამდენიც პრემიერლიგის შარშანდელ სეზონში.