ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ პატიმრების გაცვლა მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ მსოფლიო ლიდერებმა იციან, დონალდ ტრამპს ხელახლა აირჩევენ

02:00, 02.08.2024

რესპუბლიკური პარტიის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი ჯეი დი ვენსი შესანიშნავ ამბავს უწოდებს რუსეთის პატიმრობიდან პოლ უილანისა და ევან გერშკოვიჩის გათავისუფლებას და აცხადებს, რომ პატიმრების გაცვლა მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ მსოფლიო ლიდერებმა იციან, დონალდ ტრამპს ხელახლა აირჩევენ.

„მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს არის დონალდ ტრამპის ხელახლა არჩევის ალბათობის შედეგი. ძალა ქმნის კარგ შედეგებს მსოფლიო არენაზე და ვფიქრობ, ტრამპის ხელახალი არჩევის ალბათობა გახდა ამ ბიჭების გათავისუფლების მიზეზი“, – განაცხადა ვენსმა.

პატიმრების მასშტაბური გაცვლის შედეგად, რუსეთმა და ბელარუსმა დასავლეთის ქვეყნებს გადასცეს 16 ადამიანი, მათ შორის აშშ-ის სამი მოქალაქე და „მწვანე ბარათის“ ერთი მფლობელი. რუსეთში კი დასავლეთის ქვეყნებში პატიმრობიდან რვა მოქალაქე დაბრუნდა.

მსგავსი