ჯეი არ სმითის მანქანას უცნობმა პირმა ფანჯარა ჩაუმტვრია – სპორტსმენი თავდამსხმელს ფიზიკურად გაუსწორდა

14:13, 01.06.2020

ამერიკელმა კალათბურთელმა ჯეი არ სმითმა, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც საკუთარი კომემტარიც დაურთო. სპორტსმენი ამბობს, რომ მისი მანქანის ფანჯარა უცნობმა ახალგაზრდამ ჩაამტვრია, რის შემდეგაც ის მამაკაცს გაეკიდა და სასტიკად გაუსწორდა.

ვიდეო, რომელშიც სმითი სავარაუდო თავდამსხმელს ფიზიკურად უსწორდება, სოციალურ ქსელში ხელმისაწვდომია.

„უცნობმა თეთრკანიანმა ნაძირალამ ჩემი მანქანის ფანჯარა ჩაამტვრია. მე მას გავეკიდე, დავეწიე და გავლახე“, – ამბობს ჯეი არ სმითი, რომლის ბოლო კლუბი „კლივლენდ კავალიერსი“ იყო.

 

მსგავსი