ჯეი არ სმიტი იმედგაცრუებულია იმ ფაქტით, რომ მძარცველს ფიზიკურად გაუსწორდა
ჯეი არ სმიტი იმედგაცრუებულია იმ ფაქტით, რომ მძარცველს ფიზიკურად გაუსწორდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ, საპროტესტო აქციები არ წყდება. ქუჩები მასობრივმა ქაოსმა და ვანდალიზმმა მოიცვა. დემონსტრანტები ხშირად მაღაზიებს, შენობებსა და მანქანებს აზიანებენ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი ლოს ანჯელესში მოხდა. აქციის მონაწილემ NBA-ს მოთამაშის, ჯეი არ სმიტის მანქანის შუშა ჩაამტვრია. სმიტმა მომხდარი დაინახა და ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდა. მოგვიანებით, ჯეი არმა პეტ მაკკაფისთან ინტერვიუს დროს მომხდარ ფაქტზე კომენტარი გააკეთა.

„იმედგაცრუებული ვარ მომხდარი ფაქტით. როდესაც მას ორჯერ დავარტყი, მივხდი, რომ შეცდომას ვუშვებდი. ეს აფექტის მდგომარეობაში გავაკეთე და დანაშაული მალევე გავიაზრე. ვწუხვარ, რომ თავი ვერ შევიკავე. მე 34 წლის ვარ. მყავს ოთხი ქალიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი კანონს არღვევდა, არ მსურს, ჩემმა შვილებმა ასეთ ამპლუაში მიხილონ“.