ჯეფერსონ ჯერალდო - „სამგურალი“ ანგარიშგასაწევი გუნდი ვიქნებით #1TVSPORT
ჯეფერსონ ჯერალდო - „სამგურალი“ ანგარიშგასაწევი გუნდი ვიქნებით #1TVSPORT

ჯეფერსონ ჯერალდომ, რომელიც წყალტუბოს „სამგურალში“ გადავიდა, ახალ კლუბზე პირველი კომენტარი გააკეთა:

„წყალტუბოს „სამგურალი“ ამბიციური კლუბია და აქ იმისთვის ვარ, რომ გუნდს გამარჯვებებსა და მიზნის მიღწევაში დავეხმარო. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებული სეზონი გვქონდეს. „სამგურალი“ კარგად ორგანიზებული გუნდია, ჰყავს გამოცდილი მწვრთნელები, კარგი ფეხბურთელები, კარგ მომზადებას გავივლით და მომავალ ჩემპიონატში ანგარიშგასაწევი გუნდი ვიქნებით. ჩემი მიზანია ბევრი გოლი გავიტანო, გუნდს წარმატებებში დავეხმარო და წყალტუბოელი გულშემატკივრები გავახარო“, – განაცხადა „სამგურალის“ ახალწვეულმა.

ჯეფერსონ ჯერალდო დე ალმეიდამ (ჯეფინიო)კლუბთან ხელშეკრულება 28 დეკემბერს გააფორმა. „სამგურალის“ ახალწვეული, 32 წლის ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი სხვადასხვა დროს თამაშობდა ბრაზილურტიგრესში“, „დუკუ დე კაისასში“, ABC- ში და „ბარბარენსეში“, ნიკარაგუას „რეალ ესტრელიში“ და კვიპროსულ „ეთნიკოსში“.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჯეფერსონ ჯერალდო დე ალმეიდა (ჯეფინიო) ჩაირიცხა ქობულეთის „შუქურაში“, საიდანაც მარტვილის „მერანში“ გადავიდა, მაგრამ მალე ისევ ქობულეთში დაბრუნდა და გუნდის ლიდერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ „შუქურა“ ეროვნულ ლიგა 2- ში დაქვეითდა, ჯეფინიო ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და 33 მატჩში ანგარიშზე 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.