ჯასტის ვინსლოუ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განახლებულ სეზონზე მონაწილეობას ვერ მიიღებს
ჯასტის ვინსლოუ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განახლებულ სეზონზე მონაწილეობას ვერ მიიღებს

31 ივლისს, ორლანდოში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სეზონი განახლდება. ხვალიდან გუნდები ლოკაციაზე ამხანაგურ შეხვედრებს გამართავენ.

„მემფისმა“ მიმდინარე სეზონზე ჯასტის ვინსლოუ დაიმატა. ვინსლოუმ „მაიამის“ შემადგენლობაში მხოლოდ 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. „მემფისში“ კი მას ჯერჯერობით არ უთამაშია.

ჯასტისის დაბრუნება ივლისის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა გუშინ გამართულ ვარჯიშზე მან ბარძაყის ტრავმა მიიღო და როგორც შემდგომ გაირკვა, მისთვის სეზონი დასრულებულია.