ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ რამდენიმე შეთანხმებას მიაღწია დონალდ ტრამპთან, რის სანაცვლოდაც აშშ-ის მიერ კანადისთვის დაწესებული ტარიფები, სულ მცირე, 30 დღით შეჩერდა
ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ რამდენიმე შეთანხმებას მიაღწია დონალდ ტრამპთან, რის სანაცვლოდაც აშშ-ის მიერ კანადისთვის დაწესებული ტარიფები, სულ მცირე, 30 დღით შეჩერდა

აშშ-ის მიერ კანადისთვის დაწესებული ტარიფები, სულ მცირე, 30 დღით შეჩერდა, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო წერს.

ტარიფების შეჩერების სანაცვლოდ, კანადამ რამდენიმე შეთანხმებას მიაღწია დონალდ ტრამპთან, რომელთა შორისაც არის ინვესტიციების ზრდა საზღვრის უსაფრთხოებაში, მათ შორის, ახალი ტექნოლოგიების შეძენა და პერსონალის დამატება. კანადა ამერიკასთან ერთად იბრძოლებს ორგანიზებული დანაშაულის, ფენტანილისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას დონალდ ტრამპმა კანადისთვის, მექსიკისა და ჩინეთისთვის ტარიფები დააწესა. 25-პროცენტიანი ტარიფები დაწესდა კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე და ათპროცენტიანი ტარიფები ჩინეთიდან შესულ პროდუქციაზე. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა მექსიკის პრეზიდენტთან შეთანხმებას მიაღწია და აშშ-ის მიერ მექსიკისთვის დაწესებული ტარიფების ერთი თვით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.