ჯასტინ ტრიუდოსა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ჯასტინ ტრიუდოსა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

კანადის პრემიერს, ჯასტინ ტრიუდოსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენ ადრეც გვიმუშავია ერთად. მზად ვართ, შევუდგეთ საქმეს და ჩვენი ქვეყნების წინაშე მდგარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს გავუმკლავდეთ“, – წერს ჯასტინ ტრიუდო მიკრობლოგ „ტვიტერზე“.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენმა და ტრიუდომ „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე, კლიმატური ცვლილებებსა და ჩინეთში დაკავებულ კანადელებზე ისაუბრეს.

ჯასტინ ტრიუდო მსოფლიო ლიდერებს შორის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.