ჯასტინ ტრიუდომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა
ჯასტინ ტრიუდომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება ტრიუდომ ბავარიის ალპებში მიმდინარე დიდი „შვიდეულის სამიტის“ მიმდინარეობისას გააკეთა, სადაც მსოფლიო ლიდერები უკრაინას მხარდაჭერას დაჰპირდნენ იმდენხანს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება.

კანადის მიერ დაწესებული სანქციები მოიცავს ექვს ფიზიკურ პირსა და 46 კომპანიას, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთის თავდაცვის სექტორთან, ასევე უკრაინის 15 მოქალაქეს, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციას უჭერენ მხარს.

შეზღუდვები ასევე უწესდება ბელარუსის 13 მოქალაქეს და ორ ბელარუსულ კომპანიას.

გავრცელებულ პრესრელიზში კანადის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ სანქციების ახალი რაუნდის მთავარი მიზანია კრემლის დეზინფორმაციისთვის.