ჯასტინ კლუივერტს კორონავირუსი აქვს
ჯასტინ კლუივერტს კორონავირუსი აქვს

„რომაში“ კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა გამოავლნეს.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, ნიდერლანდელმა ფორვარდმა ჯასტინ კლუივერტმა დადებითი ტესტი ჩააბარა.

ავადმყოფობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ფეხბურთელმა თვითიზოლაციაში ორი კვირა უნდა გაატაროს.

გასულ სეზონში კლუივერტმა 22 მატჩი ჩაატარა სერია A-ში, ოთხი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

კლუივერტამდე დადებითი ტესტი ჩააბარა „რომას“ კიდევ ერთმა თავდამსხმელმა კარლეს პერესმა.

დატოვე კომენტარი