ჯასტინ გეტჯი ნოკაუტით გამარჯვებას გეგმავს
ჯასტინ გეტჯი ნოკაუტით გამარჯვებას გეგმავს

ჯასტინ გეტჯის სჯერა, რომ 9 მაისს ტონი ფერგიუსონის დანოკაუტებას შეძლებს. UFC 249-ის მთავარი ბრძოლა სწორედ გეტჯისა და „ელ კუკუის“ შორის, მსუბუქი წონის დროებითი ტიტულისთვის შედგება.

„მე ვაპირებ, ვიბრძოლო, ვიდრე ტონის ნოკაუტში არ გავუშვებ, ან პირიქით. მე ყოველთვის ასეთი განწყობით შევდივარ ოქტაგონზე. მე მაქვს ძალა, რომ ტონის შუქი გავუთიშო. ფერგიუსონი ბრწყინვალე მეტოქეა. მას 12 ბრძოლა აქვს ზედიზედ მოგებული, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამჯერად გამარჯვება მე დამრჩება. მე მას დავანოკაუტებ“, – განაცხადა გეტჯიმ BJPENN.COM-თან მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ გეტჯისა და ფერგიუსონს შორის გამარჯვებული, დიდი ალბათობით სექტემბერში ხაბიბ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება.