ჯასტინ გეტჯი კონორ მაკგრეგორის დაბრუნებაზე - კარგია, რომ ის დაბრუნდა
ჯასტინ გეტჯი კონორ მაკგრეგორის დაბრუნებაზე - კარგია, რომ ის დაბრუნდა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი ჯასტინ გეტჯი აცხადებს, რომ ის გახარებულია კონორ მაკგრეგორის დაბრუნებით. მოგეხსენებათ, ირლანდიელმა მებრძოლი ოქტაგონზე 2020 წლის 18 იანვარს დაბრუნდება. კონორი ლას ვეგასში დონალდ სერონეს შეხვდება. როგორც ცნობილია, მაკგრეგორთან ბრძოლის უფლების მოპოვებას ასევე გეტჯიც ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევანი „კავბოი” სერონეზე გაკეთდა, გეტჯი ამ ფაქტის გამო კონორს არ აკრიტიკებს და მის დაბრუნებას დადებით მოვლენად აფასებს.

„მისი დაბრუნება ძალიან კარგია ჩვენი სპორტისთვის. ის ნამდვილი ვარსკვლავია. კარგია, რომ ეს ბრძოლა ნახევრად საშუალო (welterweight) წონაში იმართება, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ამას გავაპროტესტებდი. მე ვფიქრობ, რომ კონორი „ყველაზე ცუდი ბიჭის” ტიტულს უმიზნებს და მასვიდალთან ბრძოლა სურს. მე ამ ბრძოლას სიამოვნებით ვნახავდი.”