ჯასტინ გეიჯიმ ახსნა თუ როგორ აპირებს ხაბიბ ნურმაგომედოვის დამარცხებას (ვიდეო)

აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში სექტემბერში ძალიან საინტერესო ბრძოლა იგეგმება. მსუბუქი წონითი დივიზიონის (lightweight) ახალი დროებითი ჩემპიონი ჯასტინ გეიჯი დაუმარცხებელი უდავო ჩემპიონის ხაბიბ ნურმაგომედობის ძლევას შეეცდება.

რამდენიმე დღის წინ გეიჯი და მისი მთავარი მწვრთნელი ჯო როგანთან სტუმრად იმყოფებოდნენ. „ჰაილაითმა” ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ჯასტინმა დაღესტნელის დამარცხების გზებზეც ისაუბრა.

„ხაბიბს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცე საშუალება, რომ გალიასთან მიმაწყვდიოს და ბრძოლა იქ წარიმართოს, რადგან სწორედ ამ პოზიციიდან გამოსდის ყველაზე წარმატებული გდებები. მე კი ეს არ უნდა დავუშვა. ვფიქრობ, რომ ჩემი ფიზიკური სიძლიერე ამის საშუალებას მომცემს. ასევე ჩემი მთავარი კოზირი არის ფეხის დარტყმები. თუ მოვახერხე და 6-ჯერ მაინც გავარტყი მიზანში, ის ვეღარ იმოძრავებს ჩვეულებრივად და ბრძოლის გაგრძლება სულ სხვა რითმში მოუწევს. მთავარი მისია ბრძოლის წარმართვა ოქტაგონის ცენტრში შევძლო. მე ძალიან ათლეტური ვარ. ხაბიბთან ბრძოლისთვის კი საუკეთესო მოსამზადებელ ეტაპს გავივლი. თუ ჩემი ფეხები კარგ ფიზიკურ კონდიციაში იქნება, მას ძალიან ბევრ პრობლემას შევუქმნი. ეს ხაბიბმა თავადაც იცის“, – განაცხადა გეიჯიმ.