ჯასტინ გეიჯი - „კონორ მაკგრეგორს ჯოჯოხეთს მოვუწყობდი“
ჯასტინ გეიჯი - „კონორ მაკგრეგორს ჯოჯოხეთს მოვუწყობდი“

მიმდინარე წლის სექტემბერში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქ წონით დივიზიონში (lightweight) ძალიან საინტერესო ბრძოლა შედგება. ხაბიბ ნურმაგომედოვი ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.

გეიჯიმ (22-2, UFC 5-2) დროებითი ჩემპიონის ტიტული მაისში ტონი ფერგიუსონის დამარცხების შედეგად მოიპოვა. ESPN-თან მიცემულ ინტერვიუში გეიჯიმ კონორ მაკგრეგორი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ის მოახერხებს ხაბიბის დამარცხებას, კონორი ოტქაგონზე დაბრუნებას აუცილებლად გადაწყვეტს.

„ვფიქრობ, კონორი დაელოდება ჩემსა და ხაბიბის ბრძოლას და მანამდე არ იაქტიურებს. იმ შემთხვევაში, თუ მე მოვახერხებ ნურმაგომედოვის დამარცხებას, პირობას გაძლევთ კონორი დაბრუნდება და ჩემთან ბრძოლას მოისურვებს, ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ. რა თქმა უნდა, ეს ადამიანი არის ლეგენდა. მან ბევრი გააკეთა ჩვენი სპორტისთვის. მან უკვე მიაღწია იმას, რაზეც ყველა მებრძოლი ოცნებობს და ეს დასაფასებელია.

მოუთმენლად ველოდები, თუ როდის მომეცემა შანსი მას კარგი გაკვეთილი ჩავუტარო. ვფიქრობ, მას მაღალ დონეზე ბრძოლა მხოლოდ სამი რაუნდის განმავლობაში შეუძლია. ამის შემდეგ კონორისთვის ჯოჯოხეთი დგება. რა თქმა უნდ,ა მას არ სურს ეს ჯოჯოხეთი“.