ჯარჯი ზვიადაური ძიუდოში უზბეკეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა
ჯარჯი ზვიადაური ძიუდოში უზბეკეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა

ჯარჯი ზვიადაური (ილიას ილიადისი) ძიუდოში უზბეკეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. ამის შესახებ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე თავად ჯარჯი ზვიადაურმა დაწერა.

„დღეს მე ოფიციალურად გავხდი ძიუდოში უზბეკეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ეს ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების მწვრთნელი, განსაკუთრებით, როცა წინ 2020 წლის ოლიმპიადაა.

მე გავიღებ ყველაფერს, რაც მაქვს. მთელ ჩემს გულსა და ძალას ჩავდებ, რომ ამ გუნდმა წარმატებას მიაღწიოს.“ – წერს ჯარჯი ზვიადაური.