ჯანსაღ ცხოვრებას არ აქვს ალტერნატივა - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით საფეხბურთო ტურნირი ჩატარდება
ჯანსაღ ცხოვრებას არ აქვს ალტერნატივა - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით საფეხბურთო ტურნირი ჩატარდება

ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების „ახალი ვექტორი“ და „თანადგომა“, ასევე „ნარკოტიკების მომხმარებლები ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის“ (GeNPUD)-ის, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“-ის ორგანიზებითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება ტურნირი მინი ფეხბურთში, დევიზით: „ჯანსაღ ცხოვრებას არ აქვს ალტერნატივა“

#არგასინჯო ღონისძიების მიზანია ნარკოტიკების მომხმარებლების, ახალგაზრდების, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ერთიანი ძალისხმევით ნარკომანიასთან და თამბაქოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ეფექტური ინსტრუმენტებით ბრძოლა – ცხოვრების ჯანსაღი წესი, ჯანდაცვა, განათლება, პრევენცია და ზრუნვა; საზოგადოებრივი ღონისძიება, ასევე შეუერთდება საერთაშორისო კამპანიას: „მზრუნველობა დასჯის ნაცვლად“ (Support. Don’t Punish), რომელიც აღინიშნება „ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს“ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. „მზრუნველობა დასჯის ნაცვლად“ არის გლობალური კამპანია, რომელიც მიმართულია უზრუნველყოს ნარკოპოლიტიკა, რომელიც ეფუძნება ჯანმრთელობასა და ადამიანების უფლებებს. მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართება 28-29 ივნისს, 17:00 სთ-ზე თბილისის “ლოკომოტივის“ სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (GFF) მხარდაჭერით მონაწილე გუნდები წარმოდგენილია შემდეგი საჯარო და სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებიდან: ქ. თბილისის მერია; ქ. თბილისი საკრებულო; ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი; ევროპის უნივერსიტეტი; .საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანი“, ა/ო ახალი ვექტორი“; „ქართული სპორტის ქომაგები“; „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონი“.