ჯანო ანანიძეს ამპლუა შეუცვალეს - ტედესკო ქართველში მაიერს ხედავს
ჯანო ანანიძეს ამპლუა შეუცვალეს - ტედესკო ქართველში მაიერს ხედავს

რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში მოსკოვის „სპარტაკი“ საშინაო შეხვედრაში ტულის „არსენალთან“ 0:1 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ „სპარტაკის“ მთავარი მწვრთნელი დომენიკო ტედესკო რუსულმა მედიამ იმის გამოც გააკრიტიკა, რომ ჯანო ანანიძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა და მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, საყრდენ ნახევარმცველად განამწესა.

განსხვავებული პოზიცია მხოლოდ „სპორტ-ბიზნეს ონლაინმა” გამოხატა. გამოცემა წერს, რომ ტედესკომ მსგავსი სიახლე „შალკეში“ მუშაობისას დანერგა, რამაც ბუნდესლიგის ვიცე-ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგა მოუტანა.

„რუსეთში ტედესკო იყენებს იმ სვლებს, რომელმაც „შალკეში“ მუშაობისას შედეგი მოუტანა. ჯანო ანანიძე მოედნის ცენტრში მცველებთან ახლოს დააყენა. დომენიკომ მსგავსი ხრიკი „შალკეში“ ჩაატარა, სადაც იყო პერსპექტიული პლეიმეიკერი მაქს მაიერი, რომელიც ჯულიან დრაქსლერზე უფრო ნიჭიერ და პერსპექტიულადაც კი ითვლებოდა. მაგრამ ვერც ერთმა მწვრთნელმა მისი გახსნა ვერ შეძლო. მაგრამ მივიდა ტედესკო, რომელმაც მაიერისთვის პოზიცია მოედნის საყრდენ ზონაში შეარჩია და ის შემდეგ წლის აღმოჩენა გახდა. ტედესკომ მსგავსი მაგალითი რუსეთში ნახა: ტექნიკური პლეიმეიკერი ჯანო, რომლის გაშვებაც „სპარტაკს“ არ სურს, მაგრამ შემადგენლობაში მისთვის პოზიციაც არ მოიძებნა“ – წერს „ბიზნეს ონლაინი“.