ჯანო ანანიძემ „ანორთოსისი“ ოფიციალურად დატოვა
ჯანო ანანიძემ „ანორთოსისი“ ოფიციალურად დატოვა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ოფიციალურად დატოვა – ეს ფეხბურთელმა ოფიციალურად დაადასტურა.

27 წლის ფეხბურთელმა გამოცემა „სპორტ24“- თან განაცხადა, ის ამჟამად საქართველოშია და რამდენიმე გუნდის შემოთავაზებებს განიხილავს.

ჯანო ანანიძეს უთამაშია მოსკოვის „სპარტაკში“, „როსტოვში“ და სამარას „კრილია სოვეტოვში“, მოსკოვურ გუნდში გახდა რუსეთის ჩემპიონი, ორჯერ მოიპოვა ვერცხლი და ერთხელ ბრინჯაოს მედალი, ასევე მოიპოვა ქვეყნის სუპერთასი. როსტოველებთან ერთად, 2014 წელს ნახევარმცველმა მოიგო რუსეთის თასი.

ანანიძე კვიპროსზე, თემურ ქეცბაიას „ანორთოსისში“ მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა, როგორც თავისუფალი აგენტი. ფამაგუსტას კლუბში ფეხბურთელმა მხოლოდ ექვსი მატჩი ჩაატარა.

ანანიძე კლუბების დაინტერესებაზე ილაპარაკა, მაგრამ კლუბების სახელი არ დააკონკრეტა. ბოლო ცნობებით, მას ვოლგოგრადის „როტორში“ იწვევენ, სადაც საბა კვირკველიას ხილვაც სურთ, გუნდის მენეჯერი კი მამუკა ჯუღელია.