ჯანო ანანიძე „სპარტაკში“ მომხდარ ინციდენტს იხსენებს
ჯანო ანანიძე „სპარტაკში“ მომხდარ ინციდენტს იხსენებს

„კრილია სოვეტოვის“ ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე იხსენებს ბუნტს მისი მხრიდან, რომელიც მაშინ მოხდა, როდესაც „სპარტაკს“ სათავეში მურატ იაკინი ჩაუდგა.

ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მას უნდობლობის გრძნობა გაუჩნდა, როდესაც მურატ იაკინის თანაშემწემ მისი ტრავმის შესახებ ინფორმაცია არ დაიჯერა.

„უნდობლობის იმ პერიოდმა ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა ჩემზე. ფეხი მტკიოდა და „ტერეკთან“ მატჩში არ მითამაშია. სამ დღეში გასვლითი თამაში გვქონდა და ვვარჯიშობდით, როდესაც ტკივილი ვიგრძენი. წავედი ექიმთან, ის კი – იაკინთან. იქვე იმყოფებოდა მურატის თანაშემწე, რომელმაც მითხრა – შენ ფეხიც რომ მოიტეხო, მაინც გამოფრინდები. ჩემთვის ვფიქრობდი, როგორ შეიძლება არ სჯეროდეს? როგორ შეიძლება ფეხბურთელზე ეგეთი რამის თქმა? მე უბრალოდ ჩავალაგე ნივთები და ბაზა დავტოვე. არ ვპასუხობდი ზარებს. ახლა ვხვდები, რომ ასე ძალიან არ უნდა ავღელვებულიყავი, მთავარ მწვრთნელს დავლაპარაკებოდი, მაგრამ ფსიქოლოგიურად ამის გაძლება აღარ შემეძლო. გუნდში დაბრუნების შემდეგ მწვრთნელს მოვუბოდიშე, მაგრამ 50 ათასი დოლარით მაინც დამაჯარიმეს. გადამიყვანეს დუბლებში – მე ვთვლი, რომ საკადრისად დავისაჯე, რის მერეც ერთ თვეში ოპერაცია გავიკეთე“, – იხსენებს ანანიძე  „ჩემპიონატუ“-სთან (Чемпионату) ინტერვიუში.