ჯანო ანანიძე - მინდა, საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან დავეხმარო
ჯანო ანანიძე - მინდა, საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან დავეხმარო

„მსურს, ფორმა სწრაფად აღვიდგინო, „როტორს“ და საქართველოს ნაკრებს დავეხმარო“, – ეს ვოლგოგრადის „როტორის“ ვებგვერდთან გუნდის ახალწვეულმა, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ განაცხადა.

ჯანო ანანიძე პრემიერლიგის კლუბში ოფიციალურ დღეს ჩაირიცხა. ინტერვიუში მან სანაკრებო თემაზე ილაპარაკა.

„ფეხბურთი ძალიან მომენატრა! კვიპროსიდან მარტში წამოვედი, რადგან პანდემია დაიწყო და 3-4 თვე ყველაფერი შეჩერდა. ველოდი ოფიციალურ შეთავაზებას, რომ კლუბთან ხელშეკრულება, რაც შეიძლება მალე გამეფორმებინა და ვარჯიში დამეწყო, რადგან ფეხბურთი მენატრება და თამაში მინდა. ოქტომბერში საქართველოს ნაკრები ბელორუსის წინააღმდეგ მნიშვნელოვან მატჩს გამართავს და მინდა, რომ ჩვენს ნაკრებს დავეხმარო“, – ამბობს ჯანო ანანიძე.

28 წლის ნახევარმცველმა თავისი ამჟამინდელი მდგომარეობაც შეაფასა: „ახლა ოპტიმალური ფორმაში არ ვარ და 30% თუ ვარ მომზადებული. სახლში ვვარჯიშობდი, მაგრამ ეს მაინც არა არის იგივე, როგორც გუნდთან და მწვრთნელთან ვარჯიში. ოპტიმალური მდგომარეობის აღსადგენად ორი კვირა დამჭირდება, მაქსიმუმ – სამი. იმედია, რომ კლუბი ხელს შემიწყობს“.