ჯანო ანანიძე კვიპროსშია - ჯერ სამედიცინო შემოწმება, მერე კონტრაქტი
ჯანო ანანიძე კვიპროსშია - ჯერ სამედიცინო შემოწმება, მერე კონტრაქტი
ჯანო ანანიძე კვიპროსში ჩაფრინდა, სადაც ფამაგუსტას „ანორთოსისთან” კონტრაქტს გააფორმებს. წინასწარი შეთანხმებით, ხელშეკრულება მხოლოდ ხუთ თვეზე იქნება გათვლილი – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა „სიგმალაივი” ავრცელებს.
„ქართველი ფეხბურთელი ჩამოფრინდა და „ანორთოსისს” შეუერთდა. ხვალ ის სამედიცონო შემოწმებას გაივლის და თუ ყველაფერი კარგად იქნება, გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს. ეს ზამთრის სატრანსფერო „ფანჯარაში” კვიპროსის ჩემპიონატის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი იქნება” – წერს „სიგმალაივი”.
ანანიძე „ანორთსოსის” მეექვსე ქართველი ფეხბურთელი იქნება. გუნდში, რომლის მთავარი მწვრთნელიც თემურ ქეცბაიაა – ირიცხებიან მეკარეები გიორგი ლორია და 18 წლის ლუკა მიქაია, ასევე თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკა კაჭარავა, გიორგი ლორია და მურთაზ დაუშვილი. ფამაგუსტელები კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერები არიან და მეორეადგილოსანს, ნიქოზიის „ომონიას” ოთხი ქულით ასწრებენ.