ჯანო ანანიძე ფორმაში შედის - ქართველის გუნდმა ციმბირელებთან მოიგო
ჯანო ანანიძე ფორმაში შედის - ქართველის გუნდმა ციმბირელებთან მოიგო

ჯანო ანანიძემ მორიგი წარმატებული შეხვედრა ჩაატარა. მისმა გუნდმა, სამარის „კრილია სოვეტოვმა” რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში კრასნოიარსკის „ენისეის” უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშთ აჯობა – 4:0.

ახალ კლუბში გადასული საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ამჯერადაც „კრილია სოვეტოვის” ძირითად შემადგენლობაში იყო. თუმცა, პირველი მატჩისგან განსხვავებით, ქართველმა ნახევარმცველმა ამჯერად 90 წუთი ითამაშა. მართალია, ქართველ ლეგიონერს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია, მაგრამ ის სამარელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

„კრილია სოვეტოვი” კი 21 ქულით რუსეთის პრემიერლიგაში მე-13 პოზიციაზე დაწინაურდა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.

საინტერესო ფაქტია: ანანიძემ ბოლო 2 წლის (2017-2018) განმავლობაში მხოლოდ 196 წუთი ითამაშა, ხოლო წელს ორ შეხვედრაში 152 წუთი დაუგროვდა, გუნდის ლიდერად ყალიბდება და მნიშნელოვან სანაკრებო მატჩებამდე სათამაშო პრაქტიკა გააჩნია.