ჯანო ანანიძე დუბაიში „სპარტაკთან“ ერთად ვარჯიშობს
ჯანო ანანიძე დუბაიში „სპარტაკთან“ ერთად ვარჯიშობს

რუსულ მედიაში ძალიან მოულოდნელი ამბავი გავრცელდა – ჯანო ანანიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია და მოსკოვის „სპარტაკში“ ვარჯიშობს.

მოსკოველთა გუნდის პიარ-მენეჯერმა ანტონ ფეტისოვმა ქართველ მოთამაშეთან დაკავშირებით ვითარება განმარტა და აღნიშნა, რომ ის დუბაიში საკუთარი ინიციატივით ჩავიდა.

„ანანიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საკუთარი ინიციატივით იმყოფება”, – თქვა ფეტისოვმა.

შეგახსენებთ, რომ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე „სპარტაკში“ 2009–2019 წლებში თამაშობდა, ამჟამად კი თავისუფალი აგენტია. მანამდე ის დააფიქსირეს UFC მსუბუქი წონის ჩემპიონის ხაბიბ ნურმაგომედოვის ვიდეოში, რომელიც ფეხბურთს „სპარტაკის“ რამდენიმე ყოფილ და მოქმედ წარმომადგენელთან ერთად თამაშობდა.