ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ პოლ პოგბას მადლობა გადაუხადა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ პოლ პოგბას მადლობა გადაუხადა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მოიწონა კორონავირუსთან ბრძოლის ხერხი, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ მოიფიქრა.

ფრანგმა ფეხბურთელმა ყველას ურჩია, ხველების დროს გაიმეორონ „დების“ საცეკვაო მოძრაობა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ამან, მართლაც, შეიძლება დაიცვას გარშემომყოფნი.

„სწორი „დები“ ხველების ან ცემინების დროს – ეს კარგი ხერხია საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად. მადლობა პოგბას მხარდაჭერისთვის“, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

Dab („დები“) – ეს არის საცეკვაო მოძრაობა, როცა მოცეკვავე ერთდროულად იდაყვს ზემოთ სწევს და მას თავს ადებს, რითაც დაცემინების იმიტირებას ახდენს. ეს ცეკვა აშშ-ში 2014 წელს მოიგონეს, პოლ პოგბამ კი ის 2015 წელს გოლის გატანის შემდეგ გამოიყენა.